05:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 11:27:26, 362 ნახვა

საზოგადოება
ავალიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭირო გახდა მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა გზა უკვე გახსნილია და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა.

"ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე  ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს. ამისთვის სრულად გადაიკეტა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ადგილობრივი მცხოვრებლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სანიაღვრე ქსელის პროექტს ვაკის გამგეობა ახორციელებს.

"სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე ხორციელდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics