15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 13:40:06, 475 ნახვა

მსოფლიო
ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აღარ მიიღებს მონაწილეობას მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში. ამის შესახებ კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კიშიდას თქმით, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება.

"პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლადარჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“,- განაცხადა კიშიდამ.

შეგახსენებთ, იაპონიის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ფუმიო კიშიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics