07:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 12:36:19, 348 ნახვა

საზოგადოება
წინანდლის მამული და სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი“ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO

16-18 აგვისტოს წინანდლის მამულში “სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით ჩოგბურთის ტურნირი - წინანდლის თასი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO.

წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება და ის როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 9 000 ლარია.

ამასთან, 22-23 აგვისტოს, “სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით წინანდალში პირველი პადელის ტურნირი გაიმართება მოყვარულთა და პროფესიონალ მოთამაშეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 16 წყვილი მიიღებს. მონაწილეები დასაჩუქრდებიან “სილქ ჰოსფითალითიში“ შემავალი სასტუმროებისა და რესტორნების ვაუჩერებით. პადელის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

SOLO მომხმარებლები ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატებზე დასწრებასა და მათში მონაწილეობას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ორივე ღონისძიების შემდგომ სასტუმროს სივრცეში გაიმართება afterparty.

წინანდლის მამულმა 2023-2024 წელს რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics