08:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 10:00:58, 340 ნახვა

საზოგადოება
სოფელ სურებში 8 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში 8 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია სამიზნე რეგიონებში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

“ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო  გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ,   მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა“,- აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო  სააგენტო  ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და “საქმიან ეზოებში“ დასაწყობების სამუშაოებს ატარებს. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ჯამში, 54 “საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია სასურველ პერიოდში შეიძინოს საშეშე მერქანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics