07:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 11:53:27, 464 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ომი არ დაუშვას

დღეს ჩვენ  ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ -  ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა  იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის".

"ჩვენ  გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს დღეები, როცა ხალხი, როგორც წესი, დასვენებისკენ არის მომართული, მაგრამ როგორ უცებ მოიღრუბლა და გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად.

არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში არ დაუშვას ომი. ეს არის ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება" ბოლო 12 წელია",- თქვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics