09:46 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 16:01:53, 466 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან - დღემდე ამას ვერ ვხედავთ

ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან; დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა. 

"დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics