|
2024-08-02 15:03:59, 377 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) სტუდენტები ეწვივნენ
27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, ბათუმში, ELSA საქართველოს ორგანიზებით, ზაფხულის სამართლის საერთაშორისო სკოლის ვორქშოპები პირველად იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, ღონისძიებაში ევროპის 10 ქვეყნიდან 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სტუდენტებს, ELSA-ს ზაფხულის სკოლის ფარგლებში, ერთი დღით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა. ევროპელ სტუდენტებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძემ ევროპელ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ავიაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ იურისტ სტუდენტებს ვმასპინძლობთ. მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგი სახელმწიფო უშიშროების პროგრამასთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ საკანონმდებლო ბაზას და იმ პროცედურებს, თუ როგორ მიმდინარეობს საავიაციო უშიშროების მუშაობა აეროპორტებში და რა სამართლებრივი დოკუმენტაცია არეგულირებს ამ საკითხს. ევროპელ სტუდენტებს ასევე, ჩაუტარდათ ექსკურსია აეროპორტის მასშტაბით და დეტალურად დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა პროცედურას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და UAG აკადემია მუდმივად ზრუნავს ახალი თაობის გაზრდაზე. მზად ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც სტაჟიორები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი და მათ ჩავუტაროთ ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, UAG აკადემიის ტრენერისგან ბექა ხიტირისგან, სტუდენტებმა ლექცია მოისმინეს თემაზე საავიაციო სამართალი და საჰაერო უსაფრთხოება. ევროპელი სტუდენტები თემატურ დებატებში ჩაერთნენ და მოგვიანებით აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ევროპელმა სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქუთაისის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მუშაობის, საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ. "დღეს გვქონდა შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოგვესმინა ლექცია საავიაციო უშიშროებისა და უსაფრთხოების თემაზე და დამესვა კითხვები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით სიახლეებს, რაც ქუთაისის აეროპორტშია დაგეგმილი და დაგვესვა კითხვები საბაჟოსა და პოლიციის ოფიცრებისთვის, იმ თემებზე რაც ჩვენთვის საინტერესო იყო ამ კუთხით. დიდი მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეგო, არამხოლოდ ამ აეროპორტის შესახებ, არამედ ჩვენი თვალით დაგვენახა, როგორ ვითარდება და იზრდება საქართველო ევროპული ასპირაციის კუთხით. ქუთაისის აეროპორტი, შეიძლება ითქვას, არის სიმბოლო მსოფლიოში საქართველოს განვითარების მიმართულებით", -განაცხადა იტალიელმა სტუდენტმა, ლეონარდო მინიკეტიმ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი, იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც ევროპის 43 სახელმწიფოს 390-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. ასოციაციის მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შეიქმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)