18:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 14:28:09, 518 ნახვა

მსოფლიო
BBC - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა

"ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დეიფი 13 ივლისს, ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა.

თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დეიფი იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო 7 ოქტომბრის თავდასხმების დაგეგმვაზე სამხრეთ ისრაელში, რომლის დროსაც 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

ისრაელი დეიფს აგრეთვე 1996 წელს ავტობუსებზე თავდასხმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა, რომელსაც ათობით ისრაელელი ემსხვერპლა.

"ჰამასს" დეიფის დაღუპვა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics