15:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-27 12:38:57, 411 ნახვა

საზოგადოება
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო

რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო.

სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ, ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა.

ქიმიოთერაპიის განყოფილება, კლინიკაში, რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიც დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მინისტრმა, ყურადღება, კლინიკის განვითარების გეგმებზე და სამედიცინო სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს ზრუნვას, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სერვისების მიღების გამარტივების მიმართულებით და როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics