20:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 20:16:58, 594 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში

მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, "ვინც დახოცა დაახლოებით 40 000 ბავშვი, ქალი და მოხუცი, წარმომადგენელთა პალატა ტაშით შეხვდა".

"ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ ნიშანს, რომ სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა დიდი ხანია, გაკოტრებულია. მაგალითად, სირიაში კონფლიქტი 13 წელია, უკრაინაში კი 2.5 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ომი. ღაზაში 16 000 უდანაშაულო ბავშვი, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და გენოციდის აღკვეთა თითქმის 10 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში. მეორე მხრივ, მათ მიმართ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს წარმომადგენელთა პალატის გარეთ. ეს გვიჩვენებს, საით მიდის მსოფლიო", - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics