|
2015-02-12 18:24:53, 722 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დელეგაციის წევრები, კრიზისების მართვის დაგეგმვის დირექტორატის უფროსის, გაბორი კლოდის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიიღო. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას შეეხო. მხარეებმა 2015 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. გარდა ამისა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან, სადაც გაბორი კლოდი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ლექციას წაიკითხავს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)