00:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 10:39:42, 509 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ

ჩვენ პატივს ვცემთ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"უკრაინასა და მთელ ევროპაში არსებული ვითარება არანაკლები გამოწვევაა და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ძლიერი ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსული ბოროტების წარმატებასა და აგრესიას",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics