00:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-20 14:03:17, 444 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს შენარჩუნდება

უკრაინას ამერიკის კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად მის მიმართ დახმარება ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს შენარჩუნდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას რუსეთი ამით ისარგებლებს.

„თუ ჩვენ გავჩერდებით, უკან დავიხევთ, ვუღალატებთ უკრაინას, რას იზამს პუტინი? ის გააძლიერებს აგრესიას და, შესაძლოა, ისარგებლებს შანსით და წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც დღემდე წარუმატებელი იყო. ის უკრაინაზე არ გაჩერდება. სავარაუდოდ, ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც თავს დაესხმება, მათ შორის ნატოს მოკავშირეებს“, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics