00:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 12:48:06, 510 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

“საქართველოს რკინიგზის” ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 

“მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია შეჩერებულია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებს ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. 

აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics