19:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 21:27:46, 467 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ყრილობაზე ახალი პოლიტიკური პლატფორმა, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წარადგინა.

პლატფორმას შეუერთდა დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.

"დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია. 26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი. ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი, ერთიანი და დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპაში. 26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics