07:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-06 11:52:23, 437 ნახვა

მსოფლიო
Reuters – „ჰამასი“ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ

“ჰამასი" დათანხმდა აშშ-ის წინადადებას, მოლაპარაკებები დაიწყოს ისრაელელი მძევლების, მათ შორის ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ჰამასმა" უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ ისრაელთან ჯერ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებულიყო და ექვსკვირიან მოლაპარაკებებს  გზა გაუხსნა ამის მისაღწევად.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება, რომელსაც "ჰამასი" დათანხმდა, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, დახმარების მიწოდებას და ისრაელის ჯარების გაყვანას უზრუნველყოფს, იქამდე, ვიდრე შეთანხმების მეორე ეტაპისთვის, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics