06:27 - 26 Jun, 2026
|
2024-07-01 11:42:04, 433 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა - მადლობას ვუხდით ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას ეხმაურება. საელჩო აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან, ანგარიშით 4:1 დამარცხდა, რითაც ნაკრებმა EURO 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)