08:02 - 26 Jun, 2026
|
2024-06-28 17:40:38, 346 ნახვა
საზოგადოება
მერია - დიდუბის გამგეობა სპორტული მოედნების განახლებას განაგრძობს
დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, დაზიანებული მოედნების რეაბილიტაცია დიდუბესა და დიღმის მასივში ექვს მისამართზე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ამორტიზებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე. "დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოსახლეობასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად გაეცნო. სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)