|
2024-06-28 11:28:07, 322 ნახვა
საზოგადოება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით გამოკითხვას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამსახური (SARAS) იწყებს შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით გამართავს ღონისძიებებს თემაზე:„ანგარიშგების წარდგენის პროცესი და ბუღალტრების/საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაცია“. "შეხვედრების მთავარი მიზანია, დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება. გამოკითხვაში ჩართულობა სამსახურს, საქართველოს მასშტაბით ღონისძიების ადგილმდებარეობების განსაზღვრაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)