02:14 - 05 Jul, 2026
|
2024-06-15 15:12:56, 469 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილი ულოცავს უკრაინას და მოლდოვას და აღნიშნავს, რომ "ევროპელი ქართველი ერი" მალე მათ რიგებს შეუერთდება. "ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას ამ ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევაზე დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)