02:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 11:54:22, 373 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორმხრივ შეხვედრებში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან - გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში - სარა მინკარასთან.

"ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, დაესწრო შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics