17:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 12:27:02, 362 ნახვა

საზოგადოება
წითელ ხიდზე 15 ტონამდე აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

„საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics