15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 17:45:15, 426 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - მზად ვართ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ერთ თვეში მოვაწეროთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში ხელი მოაწეროს.

როგორც ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტი ხელმოსაწერად თითქმის მზად არის.

"დიახ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ერთ თვეში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამინდელი ტექსტი საკმაოდ მომწიფებულია და შეიძლება შესწორდეს საბოლოო შტრიხები, მოვიყვანოთ იგი საბოლოო ფორმაში, ადრე დადასტურებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე და მოვაწეროთ ხელი. თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო პრაღის შეთანხმებებისა და ალმათის დეკლარაციის ერთგულია. ჩვენ ეს პრინციპები დავადასტურეთ ბრიუსელის, სოჭის და პრაღის განცხადებებში",- ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე, ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს.

"სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თუ სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია უცვლელი დარჩება, უბრალოდ შეუძლებელია",- განაცხადა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics