|
2024-06-10 11:56:34, 1611 ნახვა
სპეციალური ანონსი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც რეგიონში მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს. „ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე. დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს. თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)