|
2024-06-10 11:05:22, 345 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. "მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქათველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება. პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ. ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და თეა გიორგაძემ, ასევე საჯარო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)