08:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 15:34:26, 443 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - პარტია „ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება [ვიდეო]

პარტია "ლელო" უერთდება "ქართულ ქარტიას". ეს ქარტია არის პრაქტიკულად ადამიანების და პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად, ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო" იქნება ყველგან, სადაც იქნება "ერთობა და არა ერთიანობა".

"პარტია "ლელო" უერთდება ქარტიას. ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად, ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს.

პარტია "ლელო" იქნება ყველგან, სადაც ერთობა იქნება და არა ერთიანობა, ეს არის ერთობა და არა ერთიანი სია ან გაერთიანება. ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა იმ ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც განუწყვეტლივ, თვეზე მეტია, აპროტესტებენ რუსულ ხელისუფლებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics