06:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:13:09, 401 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ უამრავი საერთაშორისო კომპანია გვეყოლება პარტნიორად ანაკლიის სატერმინალო ინფრასტრუქტურაში

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, საპორტო ინფრასტრუქტურისა და მთლიანად ანაკლიის სამრეწველო ლოგისტიკური ზონის განვითარება მრავალწლიანი პროექტი და ქვეყნის მრავალწლიანი ამოცანაა.

მისი თქმით, პორტის პირველი ფაზა დაახლოებით,  შვიდ მილიონ ტონაზეა გათვლილი, რაც 600 ათასი კონტეინერის შესაბამისი მოცულობაა.

„ეს არის პირველი ფაზა, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი დოლარია. იმის მიხედვით, თუ შემდგომში როგორი იქნება პროექტის განვითარების პერსპექტივა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პორტის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის ტვირთის გათვალისწინებით. პროექტის საკონკურსო პირობები კომბინირებული, მულტიმოდალური პორტის მშენებლობას უშვებდა, რომელიც, მათ შორის, სხვადასხვა ნაყარი ტვირთის გადამუშავების საშუალებას იძლევა და მხოლოდ საკონტეინერო ინფრასტრუქტურის მოწყობას არ ითვალისწინებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტი საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემაა - ის არ არის მხოლოდ ნავმისადგომი და ტალღმტეხი, არამედ ასევე  მოიცავს უამრავი მიმართულებით სხვადასხვა ლოგისტიკური მიწოდების საშუალებას.

„შესაბამისად, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ პარტნიორებად სატერმინალო ინფრასტრუქტურაში და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც დაინტერესებული არიან პორტის განვითარებაში მონაწილეობით მას შემდეგ, რაც გვექნება საბაზისო ინფრასტრუქტურა. გვაქვს მოლოდინი,  რომ ამ კუთხით ვიხილავთ უამრავ საერთაშორისო კომპანიას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics