|
2016-02-14 10:09:53, 491 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პეტრო პოროშენკოს შეხვდა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის მნიშვნელობას, სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა მოხდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა "ახალ აბრეშუმის გზაზე" ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროექტს მასში მონაწილე ქვეყნებისთვის დიდი მნიშვნელობა და პერსპექტივა აქვს. მხრეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის აუცილებლობას. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებასაც. პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)