13:37 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 17:22:51, 351 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე - ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით

ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა.  

კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. 

„ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა, უძლიერესი ქვეყანაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics