|
2016-02-13 17:11:57, 2036 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ტრენინგი გაიმართა
ზუგდიდის გამგეობაში გავრცელებული თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ფერმერების ინფორმირებისთის ტრენინგი გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონაური სამმართველოს მოწვევით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი - ზურაბ ხიდეშელი და მეცნიერ თანამშრომლები - მანანა კერესელიძე და შაქრო ყანჩაველი სტუმრობდნენ. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი მუნიციპალიტეტში გავრცელებული თხილის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ფერმერების ინფორმირება იყო. შეხვედრაზე თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრეს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხიდეშელმა დამსწრეებს თხილის გავრცელებულ დაავადებებზე, თხილის კვირტის ტკიპა, თხილის შავი ხარაბუზა, თხილის ქერქიჭამია, თხილის ცხვირგრძელა, თხილის ნაცარი, თხილის ხავსებსა და მღიერებზე, დაავადების გავრცელების მასშტაბებსა და მათთან ბრძოლის გზებზე ინფორმაცია მიაწოდა. კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა იმ ფიტოსანიტარულ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც თხილნარებშია შექმნილი და პირველ რიგში დამსწრეებს მათი მოგვარების აუცილებლობისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)