|
2016-02-13 15:08:30, 1379 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, ციხისძირში სამუშაოები არ გაგრძელდება
„სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში, სამუშაოები არ გაგრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ციხისძირში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, ივანიშვილი აქციის მონაწილეებს დაეთანხმა, რომ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და ხეების გადარგვის პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს. „საუბარი მიდის დოკუმენტაციაზე, დოკუმენტაცია მოწესრიგებული არ არის. მე ამას მეორე მხრიდან ვნახავ. მანამდე სამუშაოებს ვაჩერებთ და სანამ დოკუმენტაცია წესრიგში არ იქნება, სამუშაოები არ გაგრძელდება. აქვე გპირდებით, რომ ბუნებას აღვადგენთ და იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო. ერთი ხის ადგილზე, მინიმუმ, 10-ს დავრგავ და პარკს ამით არაფერი დააკლდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)