|
2024-05-22 14:29:04, 689 ნახვა
რეგიონი
„ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“ - ქედის მერია 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციას ავრცელებს
"ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!" - ქედის მერია 26 მაისს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მერიის ცნობით, დამოუკიდებლობის დღის პროგრამა ასეთია: "ღონისძიების ადგილი: დაბა ქედა, ყედირ შერვაშიძის სკვერი, დაბა ქედის ცენტრალური პარკი. პროგრამის დასაწყისი: 11:00 11:00 - ყედირ შერვაშიძის ბიუსტის გვირგვინითა და ყვავილებით შემკობა, საქართველოს ჰიმნი! 11:30 - მსვლელობა დროშებით სკვერიდან ცენტრის მიმართულებით; ფლეშმობი ახალგაზრდების შესრულებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი", სახელოვნებო სკოლის ქორეოგრაფიული ჯგუფი "საუნჯე" და ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ფესვები". დაბა ქედის ცენტრში თემატური გამოფენა მოეწყობა. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები: 12:00 - დაბა ქედის ცენტრში მარათონის გახსნა, გამარჯვებულების დაჯილდოება. მოეწყობა ფრანების შოუ. 13:00 საათი - ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე მოეწყობა შეჯიბრი ბირთვის კვრაში. გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება. 14:00 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ქედის კულტურის სახლთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური ანსამბლების კონცერტი გაიმართება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)