23:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 11:42:22, 449 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ

ექიმები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ქალაქ ბანსკა-ბისტრიცადან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორშაბათს სამედიცინო საბჭო შეიკრიბა, რათა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეხილათ - შეიძლებოდა თუ არა მისი ბრატისლავაში გადაყვანა.

მათივე ინფორმაციით, როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ განაცხადა, „ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ სტაბილური და მას ცოტა საუბარიც შეუძლია“.

შეგახსენებთ, 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ქალაქ ჰანდლოვაში, კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ დაჭრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics