02:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 13:43:48, 437 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ხმა გაიკმინდეთ! - საქართველოს როცა ტოვებთ მეგობრების გარეშე, უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ

ხმა გაიკმინდეთ!  - უფლება არ გაქვთ არცერთს, ხმა ამოიღოთ,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენრულ სხდომაზე.

მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი აღარ დარჩა.

"საქართველოს როცა ტოვებთ პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე, უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ. თქვენი შვილების ტოლ შვილებს სასტიკად არბევინებთ რობოკოპებს იმისთვის, რომ თქვენ თავისუფლად გადაადგილდეთ აქ. ეს არ არის კაცობა... რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი,  რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა. დაწყებული გაეროთი დამთავრებული ნატოთი, ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს ჩაიდენს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად - საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში. როდესაც საქართველოს ტოვებთ პარტნიორების და მეგობრების გარეშე",- მიმართა მანჯგალაძემ "ოცნების" დეპუტატებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics