06:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 12:57:34, 364 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიკ სალივანი მმართველ პარტიას - ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე

 ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი - ამის შესახებ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბოლო პერიოდში ქართული ოცნების რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-სა და ევროპისგან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ." - განაცხადა სალივანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics