|
2016-02-12 14:43:40, 615 ნახვა
საზოგადოება
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი საქართველოში ქალთა ძალადობის საკითხებს შეისწავლის
15-19 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი დუბრავკა სიმონოვიჩი ეწვევა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გაეროს ადამიანის უფლებების თბილისის ოფისიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობის შეფასება და პირველწყაროდან ძალადობის ფაქტებზე ინფორმაციის მოპოვებაა. “მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელმაც აქ მომიწვია. ეს ჩემი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელის, პირველი ოფიციალური ვიზიტია”, - განაცხადა სიმონოვიჩმა. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა კუთხით ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ დარღვევას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ზოგადად ყველა ქალს ეხება. “სახელმწიფოებს აკისრიათ უმთავრესი ვალდებულება, მიიღონ ეფექტიანი ზომები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად; ამგვარად, საბოლოოდ სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს რეალობად იქცეს", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა დუბრავკა სიმონოვიჩმა. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში. როგორც გაეროს ადამიანის უფლების თბილისის ოფისიდან გვაცნობეს, ექსპერტი ასევე თავშესაფარს ეწვევა, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და აგრეთვე იძულებით გადაადგილებული პირები არიან განთავსებულნი. ექსპერტი, ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდება. “იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად, მე ჩემს წვლილს შევიტან მიმდინარე განხილვებსა და კონკრეტულ ძალისხმევაში, რაც ქვეყანაში ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება”, - განაცხადა დუბრავკა სიმონოვიჩმა. 19 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაეროს სპეციალური მომხსენებელი პრესკონფერენციას გამართავს და ვიზიტის თაობაზე წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე მხოლოდ ჟურნალისტები იქნებიან დაშვებული. ცნობისთვის, ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებულ საბოლოო ანგარიშს და შესაბამის რეკომენდაციებს ექსპერტი 2016 წლის ივნისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე წარადგენს.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)