08:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 16:58:14, 436 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო - მუქარის შემცველ ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს

მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომლითც დიპლომატიური უწყება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპოექტის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „მიიღოს ზომები ადამიანების მიმართ უკანონო დაშინების საწინააღმდეგოდ და ყველანაირი უფლებადარღვევა გამოიძიოს".

„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics