08:00 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 23:20:16, 352 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ - ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. 

"ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეთა დაკავებების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე ვიტყოდი, ზოგადი კითხვის პასუხად, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. დრო ჯერ კიდევ არის, რომ კოლაბორაციულად ვიმუშაოთ საქართველოსთან, თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობას სჭირდება, რომ კურსი შეცვალოს." -განაცხადა მილერმა.

რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ჟურნალისტების და საზოგადოებრივი აქტივისტების გაშავების კამპანია. თბილისის ქუჩებში მათი ღირსებაშემლახავი პლაკატები გამოჩნდა. პარარელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორთა დაკავებების სერია დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics