09:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 12:04:38, 324 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ისინი არ იცვლებიან, ასეთია მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე

ეს ადამიანები თავიანთი შინაგანი რწმენით, მსოფლმხედველობით იგივე ადამიანებად რჩებიან, იმავე მეთოდებით მოქმედებენ, დღეს უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და რაც გააჩნიათ, იმით ყველანაირ სიბინძურეს კადრულობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სარწმუნოებაზე, საპატრიარქოზე, წარმატებულ ადამიანებზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

„ჩვენ ხომ ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ. მათთვის არაფერი ძვირფასი არ არსებობს. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. თუ რაიმე სიბინძურე, ბოროტება არსებობს, შეიძლება ყველაფერი იკადრონ და გააკეთონ. ასეთები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, გამოირჩეოდნენ ძალიან დიდი ბოროტებით, სიბინძურით. რასაც აკეთებდნენ და როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდათ ქართველი ხალხის მიმართ, დღესაც არ შეცვლილა - იმავეს აგრძელებენ, რაც არ უნდა სახელები გადაირქვან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაშიზმი ყოველთვის დამარცხებული იქნება. ყოველთვის დამარცხებული იქნება რადიკალიზმი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics