13:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 23:06:20, 575 ნახვა

პოლიტიკა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. 

როგორც ისინი აცხადებენ, მათი პირველი მოთხოვნა აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას, მეორე - ტოტალური დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, მესამე - კი, აქციის მონაწილეებზე მოძალადეების დასჯას უკავშირდება.

"პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვაცხადოთ ტოტალური, სრული დაუმორჩილებლობა სანამ კანონს არ გაიწვევენ. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა, ვინც კი იძალადა ქალებზე, ბავშვებზე და პროტესტის დანარჩენ წევრებზე, გამოვიძიოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად",- განაცხადა აქციის მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics