|
2024-04-24 09:53:44, 552 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დაკავება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. როგორც TASS-ი წერს, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც, ივანოვს, შესაძლოა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. პროპაგანდისტული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის დაკავების საქმესთან დაკავშირებით "შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)