|
2016-02-11 10:38:26, 393 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ესტონეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გუშინ ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესს და პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები წარმოადგენდა, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების დროულად/შეუფერხებლად მიღების საკითხზე. ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, მხარეებმა განიხილეს გლობალური გამოწვევებთან დაკავშირებული თემატიკა, საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. უაღრესად წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობის არსებული დინამიკა და გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული/აქტუალური მიმართულებები ისეთ დარგებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება. ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს რეფორმების პროცესი და მიღწეული შედეგები განსაკუთრებულად მაღალ დონეზე შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა სტუმრის წიგნში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ტაავი რიივასთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებსა და ამ კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალზე. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ვიზიტების დროს ბიზნეს-ფორუმების გამართვის ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება მეტ ესტონურ ინვესტიციას საქართველოში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას. მან ასევე გააცნო ესტონურ მხარეს გადაწყვეტილება, საქართველოში მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ესტონური მხარის ჩართულობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მიმართ იმ სფეროებში, სადაც ესტონეთს მოწინავე გამოცდილება გააჩნია, კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ელექტრონული სერვისების დანერგვა. დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)