05:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:39:50, 447 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა

 ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა ირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩოს განცახდებით, დასაქმებულებს თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ფარგლებს გარეთ გასვლა ეზღუდებათ.

„ირანის მუქარის გამო, რომ შურს იძიებდა დამასკოში მომხდარი თავდასხმისთვის, თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ისრაელში, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბერ-შევას ტერიტორიების გარეთ გასვლა შეზღუდულია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის  2 გენერალი იყო. ამის შემდგომ, ირანმა პირობა დადო, რომ მომხდარის გამო შურს იძიებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics