07:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:11:40, 345 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს.

მათი ცნობით, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები "საქართველოს მელიორაციის” ტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდრე მიქიაშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა. 

"ქარელის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის 8,2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთზე არსებული დაზიანებული ფილები ახლით შეიცვლება; არხი მონოლითური ბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა ბორდიურები. პროექტით გათვალისწინებულია ძამის დიუკერის რეაბილიტაციაც.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 3 240 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. 
პროექტის ღირებულება 5,2 მლნ ლარზე მეტია. 

სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის მარტში დასრულდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics