|
2024-04-11 16:32:03, 422 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტმა ნატოს ლიდერებს მოუწოდა, რომ ჯარები პოტენციური კონფლიქტისთვის მოამზადონ
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ნატოს ლიდერებს მოუწოდა, რომ თავიანთი ჯარები პოტენციური კონფლიქტისთვის მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსული აგრესიის შესახებ ბოლოდროინდელი საჯარო გაფრთხილებები გადახვევაა იმისგან, რაზეც ევროპის ქვეყნებმა რეალურად უნდა გაამახვილონ ყურადღება - დაუყოვნებლივ დაეხმარონ უკრაინას და მოამზადონ არმიები. „ცოტა მაწუხებს საკმაოდ მეომრული საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, გამოსცადოს მე-5 მუხლი (ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტი) და რომ ევროპა შემდეგია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. მოვუწოდებ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, უფრო მეტად დაემსგავსონ ფინელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო იყვნენ მომზადებული. თქვენ უნდა მოემზადოთ უარესისთვის, რათა თავიდან აიცილოთ იგი“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)