|
2024-04-03 17:45:49, 628 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „ოცნებას“ - გილოცავთ, ბატონებო - ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან, ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს - გილოცავთ, ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან, ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს პარლამენტმა, „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 15 წავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)