|
2015-02-12 10:48:26, 1601 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს მთავრობა მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის, ექსპორტისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს იწყებს, - ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდეს. მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით, კერძოდ რეფინანსირების განაკვეთის მცირედი ცვლილების შესახებ, რამაც სავალუტო ბაზარი გარკვეულწილად დაასტაბილურა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აპრილიდან საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ექსპორტის წამახალისებელი ინსტიტუტი ამოქმედდება, ასევე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები მოკლევადიან რეჟიმში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდისა და სამშენებლო სექტორის წახალისების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდი კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან, რათა უნისონში იყოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები და ეკონომიკური ზრდის პროცესი იყოს შეუქცევადი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, გაითვალისწინონ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება და შესაბამისად დაგეგმონ წელი. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მიმდინარე ტენდენციების შესახებ მათი წინასწარი ინფორმირება დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)