|
2024-03-27 17:05:16, 720 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორცილდა ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირების საჭიროებების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პროექტი მეტად მორგებული იყოს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების მოთხოვნებს და არსებულ გამოწვევებს. "პროექტის ახალი რედაქციით 2024 წელს, გასული წლების მსგავსად ამოქმედდა ქვეკომპონენტები - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის და თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისათვის; ქვეკომპონენტებში - ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის და მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ ქვეკომპონენტებში დაზუსტდა პირობები. ერთწლოვანი კულტურების ქვეკომპონენტში ფინანსდება ერთწლოვანი კულტურების მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი. სესხის მოცულობა - 10 000 – 100 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 9%. თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი (1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი); სესხის მოცულობა - 5 000 – 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%. მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს ექნება ვალდებულება უზრუნველყოს სესხის თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში მეხორცული მიმართულების შემთხვევაში – ერთ სულზე არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობა. აღსანიშნავია თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტში შესული ცვლილება, რომლითაც ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხის ზედა ზღვარი გაიზარდა და განისაზღვრა 5 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, ასევე თხილის პირველადი წარმოებისთვის მაქსიმალური სესხის მოცულობა, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, გაიზარდა და განისაზღვრა არაუმეტეს 3 000 ლარით. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)