|
2024-03-26 11:04:39, 838 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი - საქართველოს და მოლდოვის გარდა, დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთნ განვითარებული ურთიერთობები გვაქვს
დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა. პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს ყველაზე კარგი ურთიერთობა ბელარუსთან აქვს. პრესსპიკერმა სომხეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. „ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, იქცევს სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მათ არ ძალუძთ იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს“, - აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)