11:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 10:15:16, 691 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრალდებები, მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზელენსკი ამბობს, რომ „პუტინსთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა“.

„დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრა ტელევიზიით. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახური. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად. მან ასევე აღნიშნა, რომ "ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღების მიქცევა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ადამიანებს დახმარების თხოვნა ეუხერხულებათ, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, მხარი დაუჭირონ და არ დატოვონ სირთულეებთან".

შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics